I კვარტალში საფინანსო სექტორში უარყოფითი FDI დასაფიქრებელია – გიორგი პაპავა

I კვარტალში საფინანსო სექტორში უარყოფითი FDI დასაფიქრებელია – გიორგი პაპავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას შეფასებით, შესაძლოა მეორე კვარტალი საფინანსო სექტორში ინვესტიციების თვალსაზრისით კიდევ უფრო ნეგატიური იყოს.

როგორც გიორგი პაპავამ BMG-ისთან განაცხადა, პირველ კვარტალში საფინანსო სექტორში უარყოფითი FDI დასაფიქრებელია, იმ ფონზე, რომ წინა წლებში სწორედ ეს სექტორი იყო წამყვანი.

„როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ვლაპარაკობთ, საფინანსო სექტორი არის ხოლმე ერთ-ერთი წამყვანი. მათ შორის, მაგალითად შარშან 1.6 მილიარდი დოლარიდან 630 მილიონი მოდიოდა საფინანსო სექტორზე და ლიდერი იყო, იმის წინაც 537 მილიონიც, 2021 წელს 470 მილიონით. ახლა გვაქვს მინუს ნიშანი, რაც გარკვეულწილად დასაფიქრებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მეორე კვარტალში იყო [ბანკების] აქციების ფასთან დაკავშირებული მერყეობები, რამაც შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ეს კიდევ უფრო უარყოფითისკენ იყოს დაძრული მეორე კვარტალში. ის მოვლენები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს საფინანსო სექტორზე ალბათ ყველაზე უფრო პირდაპირ აისახება“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) კლება გაგრძელდება.

საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდარაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარითანუ 64%-ით ნაკლებიასაფინანსო სექტორში ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით 2019 წლის მეორე კვარტალის შემდეგ პირველად დაფიქსირდა და -44.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…